საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

16:01, 13.01.2023

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 13 იანვარს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხრავე სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

„შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მსგავსი