საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

17:05, 27.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი სენატორისა და  საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვა. პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა მაკკეინის ოჯახსა და მეგობრებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სენატორ მაკკეინის მოღვაწეობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.

მსგავსი