საქართველოს პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

12:12, 04.04.2018

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყელბულებიდან 41 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 23-ს სხვადასხვა ვადით შეუმცირდება სასჯელი.

მისივე განცხადებით, შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანია.

ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ სულ 335 პატიმრის საქმე შეისწავლა.

შეწყალების კომისია 28 და 29 მარტს მუშაობდა. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს.

მსგავსი