საქართველოს პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან სამი არასრულწლოვანი და 12 ქალია.

შეწყალებულ პირთაგან 123 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს.

„ 123 მსჯავრდებულიდან რვა არის ქალი და ერთი არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან, როგორც ვადიანი, ასევე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა დოზით. 64 მსჯავრდებულში ოთხი  ქალბატონია, ორი კი არასრულწლოვანი. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

14-დან 24 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ 1182 საქმე განიხილა.