საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის ერთობლივი პრესკონფერენციაც.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.






