საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.


