საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო [ფოტო]

პრეზიდენტის სასახლეში ომისa და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების (შახვალად აივაზოვი, ლელი ბლაგონრავოვა, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი, გიორგი აბდალაძე, გიორგი ბუხაიძე) მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები.

ფოტოგამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჟურნალისტებს, გიგა ჩიხლაძეს, ალექსანდრე კლიმჩუკსა და სტან სტორიმანსს ღირსების ორდენები მიანიჭა. სტან სტორიმანსის ღირსების ორდენი მის ოჯახს ნიდერლანდების სამეფოში გაეგზავნება.

პრეზიდენტის სასახლეში, 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

სასახლეში იმყოფებიან ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის და სამოქალქო საზოგადოების წევრები.

დატოვე კომენტარი