საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია [ფოტო]

დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.

ინაუგურაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილმა საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა.