საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალებზე კახი კახიშვილი სავარაუდოდ დღეს ისაუბრებს, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია, რომ ინაუგურაციის ღონისძიებების ლოკაციების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

„ჩვენ მივყვებით ყველა იმ წესს, რაც უნდა დავიცვათ ინაუგურაციის დროს და იმ ლოკაციებს, რაც უნდა შედიოდეს ინაუგურაციის ცერემონიაში. კახი კახიშვილი სავარაუდოდ დღეს ბრიფინგს გამართავს და რა დეტალებიც იქნება საჭირო, ისაუბრებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.