საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შშმ პირთა სათათბირო ორგანო შეიქმნება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შშმ პირთა სათათბირო ორგანო შეიქმნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება იყო, რომელიც მომავალში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით ინსტიტუციური ჩარჩოს მოამზადებს.

როგორც შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, სიმონ პეტრიდისმა განაცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, განიხილეს სათათბიროს მუშაობის პრინციპები, შეკრებების ინტენსივობა და დაკომპლექტების წესი. მისივე ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები უახლოეს მომავალში სხვადასხვა თემატურ ჯგუფშიც გაიმართება.