საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადამინისტაციაში რეორგანიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც მობილობის ეტაპს გულისხმობს.

„ეტაპობრივად წარიმართა პრეზიდენტის ადმინისტაციაში რეორგანიზაციის პროცესი და ეს პროცესი განპირობებული იყო იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტაციაში იმუშავებდა 60 ერთეული კადრი. ახლა მიმდინარეობს რეორგანიზაციის მესამე ეტაპი, ეს არის მობილობის ეტაპი. მობილობის სქემაში ამ დროისთვის გახლავთ გადასული 63 თანამშრომელი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია გადაგზავნის ინფრომაციას თბილისის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში, სადაც გამოვლინდება ვაკანტური თანამდებობები. მობილობის მოთხოვნაში მაქსიმალურად იქნება მისადაგებული თანამშრომლის კვალიფიკაცია არსებულ ვაკანტურ თანამდებობრივ მოთხოვნებთან. ინფორმაციის გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში ჩვენ უკვე ველოდებით ინფორმაციას, აღნიშნული საჯარო უწყებების პოზიციას შეთავაზებული კანდიდატებზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.