საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას, „დედამიწის საათი“ შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას, „დედამიწის საათი“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“.

„დედამიწის საათი“ გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითიც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

კამპანიას საქართველო წელს უკვე მეთვრამეტედ შეუერთდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.