საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას გააკეთებს

13:33, 24.02.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ბრიფინგი 15:00 საათზეა დაგეგმილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი