საქართველოს პრეზიდენტი სოფი უილმსს ბელგიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა სოფი უილმსს ბელგიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„მინდა, მივულოცო სოფი უილმსს ბელგიის ისტორიაში პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. საქართველო და ბელგია გააგრძელებენ ურთიერთობების გაღრმავებას და ახლა ველოდები პრემიერ-მინისტრთან მუშაობას, რომ მსფლიოში ქალები უფრო მეტად გავაძლიეროთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ბიუჯეტის მინისტრი სოფი უილმსი დანიშნა. უილმსი პირველი ქალია, რომელიც ბელგიის მთავრობას უხელმძღვანელებს.
I want to congratulate @Sophie_Wilmes on becoming the first female Prime Minister of #Belgium. Georgia and Belgium will continue to deepen their relations and I look forward to working with the PM on empowering the women of the world even more. #FemmesenCharge 🇧🇪🇬🇪
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 28, 2019