საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

14:55, 16.10.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

მსგავსი