საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

„დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა!“,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.