საქართველოს პრეზიდენტი მაისში პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში ჩავა
საქართველოს პრეზიდენტი მაისში პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში ჩავა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაისის თვეში ოფიციალური ვიზიტით სამ ევროპულ ქვეყანას ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 7-8 მაისს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში.

14 -15 მაისს სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ჩავა.

ესტონეთში კი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 15 -16 მაისს შედგება.