საქართველოს პრეზიდენტი გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა თელავის შემდეგ, მეორე შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გორში გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ საქმიანობისას უჩნდებათ.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელია და მას ხელშეწყობა სჭირდება.

მისივე თქმით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.

მ​ეწარმეების განცხადებით, მათი უმთავრესი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, “ძვირი ფული”, აგროდაზღვევის გაფართოება და დახვეწაა. გიორგი მარგველაშვილი მეწარმეებთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც განაგრძობს.