საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ელჩები ორბელიანების სასახლეში იკრიბებიან. სტუმრებს შორის არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ღონისძიების დაწყებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რა ფორმატით გაიმართება ღონისძიება და რა საკითხებზე ისაუბრებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან, ჯერ უცნობია.

ღონისძიება მედიისთვის დახურულია.