საქართველოს პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება
საქართველოს პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი იმედოვნებენ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება.

ამის შესახებ განცხადებები მათ ახალგორის სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე გააკეთეს.

„იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეს ვიხილავთ თბილისში საკუთარი ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მოლოდინია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ბატონი ვაჟა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება თავის ოჯახში.

ის მიუღებელი აქტი, რომელიც განხორციელდა მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.