საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.