საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED-ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED-ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტმა, კარლ გერშმანმა ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში.