საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED-ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED-ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.