საქართველოს პრემიერ-მინისტრი „სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის” პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა „სოკარის” მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები იყო.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი, „სოკარის” ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი