საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხონში სახალხო დღესასწაულს ესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხონში სახალხო დღესასწაულს ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონში სახალხო დღესასწაულს ესწრება.

პრემიერი ხონში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროს სოზარ სუბართან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ჩავიდა.

მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრებიან.  დაგეგმილია ხონის საპატიო მოქალაქის არჩევისა და დაჯილდოების ცერემონიაც.