საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

13:52, 16.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.

მსგავსი