საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს.

მთავრობის მეთაურის ვიზიტი ევროპის საბჭოში 9-10 აპრილს არის დაგეგმილი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტის ფარგლებში, საუბრის თემა ყველა ის აქტუალური საკითხი იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

„წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო – ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.