საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

მამუკა ბახტაძესთან ერთად შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის გადასახადის ვადის შემცირება იქნება.

„ოქროს სია“ ერთ ერთი თემაა, რომელიც მთელ ბიზნესს აწუხებს. გვინდა, არგუმენტირებული პასუხი მოვისმინოთ ხელისუფლებისგან. ასევე ერთ-ერთი თემა იქნება ქონების გადასახადის გარკვეული პერიოდით გაუქმება იმ სექტორისთვის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება, თეორიულად დაზარალდეს. ვისაუბრებთ იმაზე, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს რუსულ ემბარგოს, ტურისტების შემცირებასა და ფრენების გაუქმებას საქართველოში. რას ველოდებით. უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებასთან ერთად. კარგია, რომ შეგვიძლია ხელისუფლებას დიდ ფორმატში შევხვდეთ და იმ თემებზე ვესაუბროთ, რაც გვაღელვებს. „ოქროს სიაზე“ დავაფიქსირებ ბიზნესის პოზიციას. გვინდა, რომ ეს რეგულაცია გაუქმდეს. ჩვენ უნდა მოვისმინოთ, რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.