საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შერეულმა წყვილებმა დაასრულეს
ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ტურნირის ბოლო დღეს გამარჯვებულები შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ. 467 ქულით გამარჯვება ლიზი კილაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა მოიპოვა. კილაძემ 229 (45, 47, 45, 46, 46) ქულა დააგროვა, მაჭავარიანმა – 238 (47, 48, 47, 47, 49). მხოლო 1 ქულით ჩამორჩნენ გამარჯვებულებს მარიამ მაღრაძე და ლევან ბოჭორიშვილი. მაღრაძის ანგარიშზე 228 (48, 43, 47, 46, 44) ქულაა, ბოჭორიშვილის ანგარიშზე კი 238 (47, 46, 48, 48, 49) ქულა. მესამე საპრიზო ადგილი მარიამ ღვინიაშვილმა და მიხეილ სანიკიძემ დაიკავეს. ღვინიაშვილმა 234 (48, 44, 47, 47, 48) ქულა მოიპოვა, სანიკიძემ – 231 (47, 45, 46, 46, 47).
10-დან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს პირველობაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, გამარჯვებულები ქალთა და ვაჟთა შორის უფროსებსა და ახალგაზრდებში, ასევე შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ. შეჯიბრში ქუთაისის გუნდის, ნინო სალუქვაძის ტირისა და სკა-ს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.