საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დღეს დაიწყება
საქართველოს პირველობას პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დღეს დაიწყება.
ტურნირი ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდება და 12 მაისს დასრულდება. ტურნირში გამოვლენ ქუთაისის გუნდი და თბილისის კლუბები – „ტირი ნინო სალუქვაძე“ და სკა. შეჯიბრება გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში – უფროსებსა და ახალგაზრდებში. გაიმართება მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპი.
10 მაისი: ქალები, გოგონები – საკვალიფიკაციო ეტაპი
11 მაისი: ვაჟები, ბიჭები – საკვალიფიკაციო ეტაპი
12 მაისი: შერეული წყვილები – საკვალიფიკაციო ეტაპი
შეჯიბრება ტურნირის სამივე დღეს 10:45 საათზე დაიწყება. დაჯილდოება კი 12 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.