საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა

15:20, 07.01.2026

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებსა და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. მინდა, ჩემს ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან თბილისში ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.

მსგავსი