საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ში გლობალური სამიტის, „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გლობალური სამიტის, „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
