საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს იენს სტოლტენბერგი ულოცავს

17:24, 26.05.2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიულოცა.

„ვულოცავ ნატო-ს ერთგულ პარტნიორს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს“, – დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ში სტოლტენბერგმა შემდეგი ჰეშთეგით #IndependenceDayGeorgia.

მსგავსი