საქართველოს პირველი არხის წარმატებული სეზონი

საქართველოს პირველი არხი წარმატებულ სეზონს ასრულებს. როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, ახალი სატელევიზიო სეზონიდან მაყურებელი მრავალ სიახლეს იხილავს.

„საქართველოს პირველი არხი პოზიციებს იბრუნებს და შემდეგი სეზონი, როდესაც უკვე შემოდგომაზე დავბრუნდებით, იქნება, მე ვამბობ, დამკვიდრების სეზონი. ბოლო ორ წელიწადში თითქმის გავასამმაგეთ გადაცემების რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურ სერიალებს ვიღებთ და ამ მხრივ, უკვე დიდი გამოცდილება მივიღეთ, დაგვიგროვდა და ამას გავაგრძელებთ. ბევრი წლის შემდეგ, საზოგადოებივ მაუწყებელზე შემოვიდა​ მეგაშოუები და ეს გაგრძელდება, კიდევ უფრო დაგვემატება მეგაშოუები.

ის გადაცემები, რომლებიც რეიტინგული იყო და იყო შემეცნებითი, ახალგაზრდული, საბავშვო და შემეცნებით-გასართობი, თავისთავად, გაგრძელდება და პლიუს ამას, მუსიკალური მხრივ არის ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი, გარღვევაც შეიძლება ვთქვათ. ამას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და ძალიან დიდი პროექტები გვაქვს გაკეთებული. კარგი პროექტები ხორციელდება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ჩანაფიქრი, მათ განხორციელებას უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ.

საქართველოს პირველი არხი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს ისეთივე კერძო არხია, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ის ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ყველას ერთად ეკუთვნის და ასრულებს მოქალაქეების დაკვეთას და არ ასრულებს, რომელიმე ერთი კერძო ადამიანის ან რაღაც რომელიმე ვიწრო, პატარა ჯგუფის დაკვეთას. აი, ეს არის და ამ პრეტენზიით არის. ჩვენი პროდუქცია იქნება ჩვენი პრეტენზიების დამამტკიცებელი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

დატოვე კომენტარი