საქართველოს პირველი არხის შოუს, „მასტერშეფის“ ათეულის ვინაობა ცნობილია

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს, „მასტერშეფის“ ათეულის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, „მასტერშეფის“ გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ: გიორგი ჯაჭვლიანი, ნინო ბარათაშვილი, მაკა კვიციანი, ვლადიმერ სოკოლოვი, თათია თექთურმანიძე, სოფო ხალვაში, გიორგი მანჯავიძე, თინა ვაშაკიძე, ია ძაგანია და ნათია ჯიქიძე. ჟიურიმ ისინი წინსაფრის 28 მფლობელი კონკურსანტიდან შეარჩია.

„მასტერშეფი“ – მსოფლიოში პოპულარული, რეიტინგული, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუ ქართულ ტელესივრცეში, 18 მაისიდან არის საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„მასტერშეფი“ ყველაზე ცეცხლოვანი, დინამიკური კულინარიული გადაცემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ და აშშ-ში პოპულარული პროგრამების რეიტინგებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. მაყურებელი ამ შოუს არც ერთ სეზონს არ ღალატობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზარეულები „მასტერშეფის“ ტიტულისთვის არა მხოლოდ იმ პრიზის გამო იბრძვიან, რაც ფინალურ ტურში ელით, არამედ სახელისა და დიდებისთვისაც, რასაც გამარჯვება მოუტანთ. ავსტრალიასა და აშშ-ში არსებობს მაგალითები, როცა გამარჯვებულებმა ბრწყინვალე კარიერა აიწყვეს და საკუთარი რესტორნებიც გახსნეს, რომელიც სტუმრების ნაკლებობას არასდროს განიცდის.

„მასტერშეფი“ უმაღლეს სტანდარტს ითხოვს, რომელიც მოყვარულმა მზარეულმაც კი უნდა დააკმაყოფილოს, შესაბამისად, კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილე დღითიდღე ვითარდება, ახალ უნარებს იძენს და საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. „მასტერშეფი“ კი სწორედ ის გახდება, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, გაუძლებს ყველაზე კომპეტენტური ჟიურის კრიტიკას, მოამზადებს ვიზუალურად მიმზიდველ, გემრიელ კერძებს და საბოლოო ჯამში, აღიარებენ, როგორც პროფესიონალ მზარეულს.

მასტერშეფი

დატოვე კომენტარი