საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერი

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ საახალწლო ეთერს უმზადებს.

31 დეკემბერს ყველა გადაცემა სადღესასწაულო ფორმატით იქნება წარმოდგენილი. ახალი წლის დღეებში კი, ეთერში გავა კლასიკად ქცეული ქართული ფილმები, ყველა თაობის საყვარელი ქართული მულტფილმები, მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები და ქართული კინო-მუსიკა.

კიდევ ერთხელ გაცოცხლდება უნიკალური ჩანაწერები ოქროს ფონდიდან და რაც მთავარია, პირველად საქართველოში, საქართველოს პირველ არხზე „დისნეის“ ყველაზე ფერადი და ჯადოსნური სამყარო გაცოცხლდება. მრავალფეროვანი პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე იქნება მორგებული.