საქართველოს პირველი არხის რეგულარული მაყურებელი 11.7 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს პირველი არხის რეგულარული მაყურებელი 11.7 პროცენტით გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეაუდიტორიის კვლევის მეორე ტალღის შედეგებს აქვეყნებს. პირველი ტალღის შედეგები 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ამჟამინდელი მონაცემებით, მაყურებელთა რიცხვი, რომლებიც რეგულარულად უყურებენ საქართველოს პირველ არხს, 11.7 პროცენტით არის გაზრდილი.

კვლევის მეორე ტალღამ გვიჩვენა, რომ სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდობლობის კვლავ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო ნდობის მაჩვენებელი 38 პროცენტს შეადგენს და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პირველი არხი რიგით მეორე ტელევიზიაა.

 

კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სონარის“ მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო, ტელეაუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის, ტელეყურების სიხშირისა და ტელეკომპანიებისადმი ნდობის დადგენა. გამოკითხვაში 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლები მონაწილეობდნენ.