საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე დღეს „წიგნების კითხვის ფესტივალი“ იმართება [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ორგანიზებით, ლისის ტბაზე დღეს „წიგნების კითხვის ფესტივალი“ იმართება.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრები შეძლებენ, ბუნებაში მოწყობილ კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ სამკითხველო სივრცეებს, ითხოვონ ან გაცვალონ წიგნები და ლიტერატურასთან დაკავშირებით, რჩევებიც მიიღონ.

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ ლაივკონცერტით დაიხურება.

მასტერკლასებს ჩაატარებენ: ბექა ადამაშვილი – „როგორ იფუთება წიგნები“; ალეკო შუღლაძე – „როგორ იწერება წიგნები“; ლევან გიგინეიშვილი – „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაში“ მაგალითზე). ლაივკონცერტს გამართავენ: Ambavi, ლუკა ზაქარიაძე, LOUDspeakers.

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ ყოველწლიურად ჩატარდება.

დატოვე კომენტარი