საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართა

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე დღეს „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ლისზე ეწყობოდა სახალისო თამაშები, იყო სპეციალური პრიზები და მასტერკლასები.

მასტერკლასები ჩაატარეს ბექა ადამაშვილმა – „როგორ იფუთება წიგნები“; ალეკო შუღლაძემ – „როგორ იწერება წიგნები“; ლევან გიგინეიშვილმა – „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაში“ მაგალითზე). ამასთან, გაიმართა Ambavi-ს, ლუკა ზაქარიაძისა და LOUDspeakers-ის ლაივკონცერტი.

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ ყოველწლიურად ჩატარდება.