საქართველოს პირველი არხის პროექტ „მასტერშეფის“ გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს ბათუმში ბინა გადაეცა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის პროექტ „მასტერშეფის“ გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს დღეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა ბათუმში ბინა გადასცა.

ნუცა სურგულაძე დღეს პირველად იმყოფებოდა საცხოვრებელ კომპლექსშიც და საკუთარ ბინაშიც. ის არ გამორიცხავს, საცხოვრებლად ბათუმში გადავიდეს.

„მასტერშეფი“ ჩემთვის იყო ყველაფერი, უზარმაზარი გამოცდილება მომცა. ბინა ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. არ გამოვრიცხავ, საცხოვრებლად გადმოვიდე ბათუმში. მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ახლა განხილვის პროცესში ვარ“, – ამბობს ნუცა სურგულაძე.