საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ზაზა ბარამიძეს, რომელსაც მარნეულში თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ზაზა ბარამიძეს, რომელსაც გუშინ მარნეულში თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოკითხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი.

„ნახეს, მქონდა თუ არა გარეგანი დაზიანებები. პოლიციაშიც ვუთხარი, რომ არ მქონდა გარეგანი დაზიანებები და ჰოსპიტალიზაციაზეც უარი ვთქვი. გუშინ არ მტკიოდა არაფერი, მაგრამ დღეს დილიდან ყბის ტკივილი მაქვს, პირს ბოლომდე ვერ ვაღებ. შემამოწმეს და შეავსეს ყველაფერი. შემეკითხნენ, ხომ არ წავიქეცი, ტანსაცმელი ხომ არ შემომახიეს ან ტანზე ხომ არ მქონდა დაზიანებები. ერთადერთი შეხება იყო მუშტით სახეზე, შუბლსა და ყბის არეში. დაათვალიერეს ყველაფერი“, – განაცხადა ექსპერტიზიდან გამოსულმა ზაზა ბარამიძემ.

მარნეულში დაპირისპირების დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

დატოვე კომენტარი