საქართველოს პირველი არხის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის იურიდიული კომიტეტის წევრად აირჩიეს
საქართველოს პირველი არხის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის იურიდიული კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) იურიდიული კომიტეტის წევრად მესამედ ვადით აირჩიეს.

იურიდიული კომიტეტის წევრების არჩევნები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, იურიდიული ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. კომიტეტის არჩევნები ყოველ ორ წელიწადში იმართება და წევრებს შორის მაღალი კონკურენციით გამოირჩევა.

იურიდიული კომიტეტის მიზანია ევროპის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მასშტაბით, საზოგადოებრივი მედიის პოპულარიზაცია და დაცვა, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამართლებრივი და საზოგადოებრივ საქმეთა სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და წარმოდგენილია სხვადასხვა კომიტეტში. საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია. საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია.