საქართველოს პირველი არხის მიმდინარე და ახალი პროექტები - როგორი გეგმებით ხვდება საზოგადოებრივი მაუწყებელი 2022 წელს

2021 წელი წარმატებული, ნაყოფიერი და სიახლეებით სავსე იყო საქართველოს პირველი არხისთვის.

მიმდინარე წელს ჩვენი სატელევიზიო პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეთერში გავიდა არაერთი ახალი გადაცემა, ფინალურ ეტაპზეა ტექნოლოგიური გადაირაღების პროცესიც. ცალკეა აღსანიშნავი საერთაშორისო მისიების ის პოზიტიური დასკვნები, რომლებიც „მოამბის“ და პოლიტიკური გადაცემების მიერ საარჩევნო პროცესების გაშუქებას ეხებოდა. წინ უამრავი ახალი პროექტი, გეგმა და წამოწყებაა, მთავარი მოლოდინი კი ქვეყნის პირველი ტელევიზიის მომავალ შენობას უკავშირდება. მშენებლობის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მთავარი შენობის კარკასი უკვე დასრულებულია.

2021 წელს 11,7%-ით გაიზარდა საქართველოს პირველი არხის მაყურებელთა რაოდენობა. ყველა ასაკისთვის საინტერესო და მასშტაბური პროექტები განვლილ წელსაც პირველი არხის მთავარი პრიორიტეტი იყო. ასე იქნება 2022-შიც. არხზე ახალ გადაცემებთან ერთად, ისევ იხილავთ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ მეგაპროექტებს.

ჩვენს სიუჟეტში გიამბობთ, როგორი გეგმებით ხვდება საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ 2022 წელს.