საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მედიის მიმართულებასთან არის დაკავშირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ორგანიზაციამ დაიწყო სხვადასხვა ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობისა და ღიაობის ხელშეწყობას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები, მიმდინარე სიახლეები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და შედგა დისკუსია არაერთ თემაზე.

„მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრების გამართვა მომავალშიც არის დაგეგმილი, სხვადასხვა დაინტერესებულ სექტორთან და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. გვჯერა, ორმხრივი, ღია კომუნიკაცია ორგანიზაციის განვითარებას მხოლოდ ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება მედიის სფეროში არსებულ მზარდ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

დატოვე კომენტარი