საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად გაგრძელდება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუსკვოს შეინარჩუნებს და ამის შემდეგ უკვე დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, როგორიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.

დატოვე კომენტარი