საქართველოს პირველი არხის განცხადება

14:25, 30.11.2024

პირველი არხი კატეგორიულად გმობს ძალადობას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

ამასთან ერთად, მიუღებელია მიზანმიმართულად ჟურნალისტების ძალადობრივი დევნა.

მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუციებს, უზრუნველყონ კონკრეტული ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ნებისმიერ პირობებში.

ამასთან ერთად, ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ევროპული იდეა და ინსტიტუცია, ასრულებს და მომავალშიც ყოველთვის შეასრულებს კანონით განსაზღვრულ საკუთარ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, როგორც ეს დადგენილია ევროპული მაუწყებლობის სტანდარტებით.

მსგავსი