თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი დავით ბეჟანიშვილი.
მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ რეაგირება.
საქართველოს პირველი არხი გამოთქვამს მზადყოფნას, გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან.
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებიც დაშავდნენ.