საქართველოს პირველი არხის გადაცემები და პროექტები საერთაშორისო ფესტივალზე Heart of Europe არის ნომინირებული

2021 წლის ნოემბერში, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი Heart of Europe გაიმართება.

კონკურსში, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები. კონკურსი მიზნად ისახავს რეგიონში სატელევიზიო წარმოების პოპულარიზაციას და საზოგადოებრივი მედიის გაძლიერებას.

საქართველოს პირველმა არხმა პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში წარადგინა: დოკუმენტური ფილმი „ჯამბაზის კალენდარი“, გასართობი-მუსიკალური შოუ „რანინა“, საბავშვო და ახალგაზრდული გადაცემები – „წიგნების თარო“, „მაშველები“; ციფრული პროექტი „სცენა“.

გამარჯვებული პროექტები 5 ნოემბერს კონკურსის გალადაჯილდოებაზე გამოცხადდება, 3 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე კი მაყურებელს საშუალება ექნება, ონლაინრეჟიმში წარდგენილ ფილმებს და პროგრამებს უყუროს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართზე.

კონკურსში 12 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტი პროექტი მონაწილეობს.