საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ოპერატორები ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებიან

12:33, 12.12.2024

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვები გრძელდება.

საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ასევე, ოპერატორები ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი.

ისინი 2 დეკემბერს, აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი