საქართველოს პირველი არხი ვებპორტალის დამზადების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას ატარებს
საქართველოს პირველი არხი ვებპორტალის დამზადების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას ატარებს

საქართველოს პირველი არხი ვებპორტალის დამზადებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის გამოცხადებამდე, მომსახურების საორიენტაციო ღირებულების განსასაზღვრად ბაზრის კვლევას ატარებს.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და მოთხოვნები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და გამოგზავნონ შემოთავაზება, არაუგვიანეს 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 საათისა, შემდეგ ელფოსტაზე: [email protected], ასევე გვაცნობოთ თქვენი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.